„სირიის დემოკრატიულ ძალებში“ აცხადებენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, თურქეთის არმია თავდასხმებს ახორციელებს
„სირიის დემოკრატიულ ძალებში“ აცხადებენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, თურქეთის არმია თავდასხმებს ახორციელებს

„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, თურქეთის არმია თავდასხმებს ახორციელებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლების განცხადებით, საჰაერო და საარტილერიო შეტევა სირიის ქალაქ რას ელ-აინზე ხორციელდება. ამ ქალაქში კი, მებრძოლებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის ხუთი დღით შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ.

დატოვე კომენტარი