სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ აზაზში დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა
სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ აზაზში დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აზაზში დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის რაზმების ცნობით, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი.

არიან ასევე დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ აზაზს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ.