სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სუვეიდის პროვინციაში დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის რამდენიმედღიანი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სუვეიდის პროვინციაში დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის რამდენიმედღიანი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სირიაში, სუვეიდის პროვინციაში დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის რამდენიმედღიანი სამხედრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.

13 ივლისს დაწყებული შეტაკებების შემდეგ 69 დრუზი მებრძოლი და 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა სამთავრობო ძალების 165 წევრი და 18 ბედუინი მებრძოლი, ასევე მთავრობის უსაფრთხოების ძალების 10 წევრი.

გარდა ამისა, სირიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დამასკოში თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. როგორც მედია წერს, დარტყმების შედეგად თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ოთხსართულიანი შენობის ნაწილი განადგურდა.