სირიაში ვითარების დაძაბვის გამო რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება გაუქმდა
სირიაში ვითარების დაძაბვის გამო რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება გაუქმდა

ვითარების დაძაბვის გამო დღეს სირიის ტერიტორიაზე დაგეგმილი რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება გაუქმდა.

პატრულირების გაუქმების გადაწყვეტილებამდე თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  რუსეთის მთავრობას მოუწოდა, არ ჩაერიოს ანკარასა და დამასკოს ურთიერთობაში.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რუსი და თურქი სამხედროები მუდმივ კავშირზე არიან, საჭიროების შემთხვევაში კი შედეგება პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო საუბარიც.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა და რუსეთმა იდლიბის პროვინციაში სიტუაციის დეესკალაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2017 წელს მოაწერეს, თუმცა ბოლო პერიოდში სირიის მთავრობამ აღნიშნულ პროვინციაზე იერიში განაახლა და რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავა.