სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მაშტაბით დაახლოებით 12 ათასი საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. უბნები 19:00 საათამდე იქნება ღია, გადაუდებლობის შემთხვევაში კი დამატებით ხუთი საათი იქნება ღია.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის პოსტისთვის მოქმედი პრეზიდენტი, ბაშარ ასადი, ოპოზიციიდან მაჰმუდ აჰმედი და სოციალური პარტიის ყოფილი დეპუტატი აბდალა სალიუმ აბდალა იბრძვიან. მთავრობა აცხადებს, რომ არჩევნები იმის დასტურია, რომ სირია ნორმალურად აგრძელებს ფუნქციონირებას.

ბაშარ ალ ასადი ხელისუფლებაში 2 000 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიაში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და გამჭვირვალე.