სირიაში სამთავრობო არმიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

22:00, 26.12.2017

სირიაში სამთავრობო არმიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სირიის მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ მფრინავი დაიღუპა. შემთხვევა ჰამას პროვინციაში მოხდა.

„სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა ჰამას მისადგომებთან განიცადა. იერიში ტერორისტებმა მიიტანეს“ – ნათქვამია სააგენტო SANA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემა Al Masdar-ის ინფორმაციით, მებრძოლებმა მფრინავი ჯერ ცოცხლად შეიპყრეს, შემდეგ კი მოკლეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა სამხედრო ჯგუფმა განახორციელა სირიის სამთავრობო არმიის თვითმფრინავზე თავდასხმა.

მსგავსი