სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი პილოტი

12:43, 03.05.2018

სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

„3 მაისს დილის 09:45-ზე სირიაში მდებარე ხმეიმიმის აეროდრომიდან აფრენის დროს, ჩამოვარდა რუსული გამანადგურებელი სუ-30. ორივე პილოტი დაიღუპა“ – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ კატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ფრინველი ყოფილიყო, რომელიც გამანადგურებლის ძრავში შემთხვევით მოხვდა. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მოიერიშესთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი