სირიაში ქურთებსა და სირიელ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირების დროს სულ მცირე 18 პირი დაიღუპა
სირიაში ქურთებსა და სირიელ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირების დროს სულ მცირე 18 პირი დაიღუპა

სირიაში ქურთებსა და სირიელ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. Reuters-ის ცნობით, შეტაკების დროს სულ მცირე 18 პირი დაიღუპა. მათგან 11 ქვეყნის არმიის წარმომადგენელი და ექვსი ქურთი მებრძოლია.

მხარეებს შორის დაპირისპირება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ელ-კამიშლის რეგიონში მოხდა.

სირიის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო წარმომადგენლებს ქურთი მებრძოლები პატრულირების დროს დაესხნენ თავს. ისინი ამ დროს ახლომდებარე აეროპორტისკენ მიდიოდნენ.

ქურთი მებრძოლები კი საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ. მათი ცნობით, ასადის არმიის წევრებმა მათი ტერიტორია გადაკვეთეს და მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს.

რეგიონი, რომელსაც ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სირიელ სამხედრო მოსამსახურეებსა და ქურთ მებრძოლებს შორის დაპირისპირებები საკმაოდ ხშირია.