სირიაში, ქალაქ ჰომსის მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

23:02, 26.12.2025

სირიის ქალაქ ჰომსის ალავიტურ მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

შემთხვევა პარასკევის ლოცვების დროს მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა დაჯგუფება „სარაია ანსარ ას-სუნამ“ აიღო, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მეჩეთი სადაც აფეთქება მოხდა, რელიგიური უმცირესობით – ალავიტებით დასახლებულ რაიონში მდებარეობს.

მსგავსი