სირიაში პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

14:15, 27.12.2018

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.

როგორც პირველ არხს ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ოთარ მუთოშვილმა განუცხადა, 14 წლის ახალგაზრდა მშობლებთან ერთად დიდი ხანია სირიაში იყო წასული.

“სოფელ ბირკიანში პაპა- ბებია ჰყავს, გადმოცემით ვიცი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულა” -განაცხადა ახმეტის მერის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ოჯახი არასრულწლოვნის გარდაცვალების გამო, თანასოფლელებისგან ქისტური წესით სამძიმარს იღებს.

 

მსგავსი