სირიაში პანკის ხეობიდან წასული ახალგაზრდა დაიღუპა
სირიაში პანკის ხეობიდან წასული ახალგაზრდა დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისის ხეობიდან წასული ახალგაზრდა ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა.

ბორჩაშვილის დაღუპვას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მეზობლების  თქმით კი, ოჯახი სამძიმარს იღებს.

სოფელ დუმასტურში მცხოვრები 25 წლის ბორჩაშვილი სირიაში ბიძაშვილთან, ასლანბეკ ბორჩაშვილთან ერთად წავიდა. ერთი წლის შემდეგ ასლანბეკი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ხოლო ამირან ბორჩაშვილი სირიაში დარჩა.

პანკისის ხეობიდან სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებში სხვადასხვა დროს 35- მდე პანკისელი დაიღუპა.