სირიაში ორი რუსი სამხედრო მოკლეს
სირიაში ორი რუსი სამხედრო მოკლეს

სირიაში ორი რუსი სამხედრო მოკლეს. კიდევ ერთი სირიელი ჯარისკაცი დაჭრილია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროვინცია ლატაკიის დასახლებულ პუნქტ ჯურინთან უცნობმა პირებმა რუს ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც მოსკოვში აცხადებენ, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების მიუხედავად, სროლის ხმა ხშირად ისმის. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.