სირიაში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
სირიაში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიის დასავლეთ ნაწილში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ისინი ისრაელის მხარემ გოლანის მაღლობზე იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაცია სირიაში იერიშს რამდენიმე კვირაა ახორციელებს. სამიზნე ირანული ჯავშანტექნიკაა.

სირიის მთავრობამ ისრაელი აგრესიასა და ინტერვენციის მცდელობაში დაადანაშაულა.