სირიაში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შვილი მოკლეს
სირიაში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შვილი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შვილი სირიის ქალაქ ჰომსში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ საინფორმაციო არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისლამისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუდაიფა ალ-ბადრი ჰომსში მდებარე თბოელექტროსადგურთან სირიისა და რუსეთის ძალების წინააღმდეგ ოპერაციის დროს მოკლეს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავად ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა ჯიჰადისტების მიერ გავრცელებული განცხადების ფორმულირება მიუთითებს, რომ ის თითქოს ჯერ კიდევ ცოცხალია.

შეგახსენებთ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ.

აშშ-ის ხელისუფლებას ალ-ბაღდადის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული.