სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 968-მდე გაიზარდა
სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 968-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ სირიის მთავრობასა და სამაშველო ჯგუფებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სტიქიას, სულ მცირე, 538 ადამიანი ემსხვერპლა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში. დაშავებულთა რიცხვი 1 350-ს აღემატება.
რაც შეეხება ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ სამაშველო ჯგუფის ცნობით, იქ მიწისძვრას 430 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 1 050-ზე მეტი.