სირიაში დატყვევებული იაპონელი ჟურნალისტი ჯუმპეი იასუდა გათავისუფლებულია
სირიაში დატყვევებული იაპონელი ჟურნალისტი ჯუმპეი იასუდა გათავისუფლებულია. უახლოეს საათებში მას თურქეთის საიმიგრაციო უწყებაში გადაიყვანენ.
პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს განცხადებით, ჟურნალისტის ოჯახი ინფორმირებულია, თუმცა ჯერჯერობით ელოდებიან დადასტურებას, რომ გათავისუფლებული პირი ნამდვილად ჯუმპეი იასუდაა.
ჟურნალისტი სირიაში ალ-ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ 2015 წელს დაატყვევა, როდესაც მან ქვეყნის საზღვარი თურქეთიდან გადაკვეთა. მას შემდეგ ის პერიოდულად ისლამისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩნდებოდა.
ტყვეობაში გატარებული სამი წელი ჟურნალისტის კარიერაში პირველი შემთხვევა არ არის. 2004 წელს ის ბაღდადში ერაყის ხელისუფლების კრიტიკისთვის დააპატიმრეს.