სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლი 2 500-მდე გაიზარდა
სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლი 2 500-მდე გაიზარდა

სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლი 2 500-მდე გაიზარდა. სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 1 250 ადამიანი დაიღუპა, ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სირიის ჩრდილო-დასავლეთში კი – 1 280.

სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ მოხალისეთა სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სირიის ჩრდილო-დასავლეთში სტიქიის შედეგად 2 600 ადამიანი დაშავდა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის პრესსპიკერის, ჯეიმს ელდერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ ჩრდილო-დასავლეთ სირიასა და თურქეთში მცხოვრებ სირიელ ლტოლვილებს. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრებმა ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციები დააზარალა.