სირიაში ბაზარზე საჰაერო იერიშს სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში ბაზარზე საჰაერო იერიშს სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბაზარზე საჰაერო იერიშს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ომის მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს.

შეტევა ალეპოდან დასავლეთით სამი საჰაერო რეიდით განხორციელდა. სადამკვირვებლო მისიის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

ტერიტორია, რომელზეც ავიაიერიში მიიტანეს, ე.წ. დეესკალაციის ზონაში მდებარეობს. ის თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებშია განსაზღვრული და ამ ტერიტორიაზე ძალადობრივი ქმედებების შემცირებას ემსახურება.