სირიაში ავიაიერიშებს 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სირიაში ავიაიერიშებს 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში ავიაიერიშებს 25 მშვიდობინი მოქალაქე ემსხვერპლა. სირიის სამთავრობო სააგენტო Sana-ს ინფორმაციით, საჰაერო დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულებიც. სამხედრო ოპერაცია სირიის ჰასაკას პროვინციაში ჩატარდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს და ჯერჯერობით გაურკვეველია, დასახლებული პუნქტი აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ დაბომბა, თუ ერაყის სამხედრო თვითმფრინავებმა.

ჰასაკას პროვინციაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან ერთად „დაეშის” მიერ კონტროლირებად ბოლო ტერიტორიებს ათავისუფლებს.