სირიაში ავიაიერიშების შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში ავიაიერიშების შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში ავიაიერიშების შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიშები სირიის ტერიტორიაზე რუსულმა ავიაციამ მიიტანა. როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში სირიელი უფლებადამცველები აცხადებენ, იდლიბსა და ალეპოში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსებს ეკისრებათ.

სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეამბოხეების მიერ ქალაქ ალეპოზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპა.

რუსეთის ავიაცია მხარს უჭერს ბაშარ ასადის არმიას, რომელიც მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უტევს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაბომბვების შედეგად ათობით ათასმა სირიელმა სახლი დატოვა და თურქეთის საზღვრისკენ გაიქცა.

გაერო-ს ცნობით, მხოლოდ იდლიბის პროვინციიდან იძულებით გადაადგილება 350 000 ადამიანს მოუწია.