სირიაში ამერიკელი და რუსი ჯარისკაცების შეტაკება აიცილეს თავიდან
სირიაში ამერიკელი და რუსი ჯარისკაცების შეტაკება აიცილეს თავიდან

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის განცხადებით, „რუსები მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ გადაადგილდებოდნენ და ძალიან ახლოს მივიდნენ აშშ-ის სამხედრო ძალებთან”.

მისივე თქმით, ამის შემდეგ აშშ-ის გაერთიანებული შტატების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ დანფორდი ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს და რუსებმა უკან დაიხიეს.

ჯეიმს მეტისს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ინციდენტი, თუმცა ცნობილია, რომ გენერალი დანფორდი გერასიმოვს 22 მარტს ესაუბრა.

ინციდენტთან დაკავშირებით „ფრანს პრესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსები დეირ-ეზ-ზორის რაიონში გადაადგილდებოდნენ, რათა აშშ-ის სამხედროების განლაგება გაეგოთ.