სირიაში 30 აპრილს დაწყებული ახალი ესკალაციის შედეგად 188 ადამიანი დაიღუპა
სირიაში 30 აპრილს დაწყებული ახალი ესკალაციის შედეგად 188 ადამიანი დაიღუპა

სირიაში 30 აპრილს დაწყებული ახალი ესკალაციის შედეგად 188 ადამიანი დაიღუპა. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ათ დღეში დაღუპულთა შორის 85 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სირიის სამთავრობო არმიამ ამბოხებული ჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ იდლიბის პროვინციის სამხრეთით დაიწყო დაბომბვა. სამხედრო დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა ჰამას პროვინციის ჩრდილოეთითაც.

სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეომასალაში ქალაქებში, ჰესში და ხან შეიხუნში განხორციელებული ავიაიერიშებია ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სახელისუფლებო არმიამ ე.წ. კასრის ბომბები გამოიყენა.