სირია იდლიბის რეგიონში აეროდრომის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის აგრესიის სერიოზული აქტი, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას

18:57, 18.08.2026

სირია იდლიბის რეგიონში აეროდრომის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის აგრესიის სერიოზული აქტი, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვა არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

„სირია ადასტურებს, რომ ისრაელის თავდასხმების გაგრძელება 2024 წლის 8 დეკემბრიდან დღემდე, იმ დროს, როდესაც სირიის სახელმწიფო თავშეკავებისკენაა მიმართული და სტაბილურობის განმტკიცებისა და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მუშაობს, კიდევ ერთხელ ავლენს ისრაელის საოკუპაციო მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ამ ძალისხმევას და რეგიონი შემდგომი დაძაბულობისა და არასტაბილურობისკენ წაიყვანოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სირია ამ ესკალაციაში ისრაელის ოკუპაციას ადანაშაულებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს, ნათლად დაგმონ ეს აგრესია და მტკიცე პოზიცია დაიკავონ ისრაელის მიერ სირიის სუვერენიტეტის განმეორებითი დარღვევების წინააღმდეგ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სირია გააგრძელებს თავისი უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო კანონმდებლობითა და ნორმებით გარანტირებული ლეგიტიმური საშუალებებით.

მსგავსი