ბოლნისის „სიონი“ საკადრო ცვლილებები გრძელდება – კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა სამი ფეხბურთელი დაიმატა.
სამივე მათგანი თავდამსხმელია. გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მორიგი ახალწვეული გიორგი ივანიშვილია. 30 წლის შემტევი „სიონს“ სეზონის ბოლომდე დაეხმარება. ივანიშვილი ბოლოს პოლონეთის ექსტრაკლასას „სოსნოვიეცში“ ირიცხებოდა.
„სიონს“ საშემოდგომო ეტაპზე დიმიტრი ტატანაშვილიც დაეხმარება. 35 წლის თავდამსხმელი ბოლნისურ კლუბს „თელავიდან“ შემოუერთდა. გამოცდილი თავდამსხმელი „სიონის“ ღირსებას 2015 წლის სეზონზე იცავდა, რომელმაც გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„სიონი“ მესამე ახალწვეული კახა კახაბრიშვილია. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ლიგა 2-ში, „ცხინვალის“ რიგებში გამოდიოდა და 14 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.