„სიონს“ „მარსელის“ ყოფილმა თავდამსხმელმაც ვერ უშველა #1TVSPORT
„სიონს“ „მარსელის“ ყოფილმა თავდამსხმელმაც ვერ უშველა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური ბოლნისში გამართული მატჩით დაიწყო. „სიონმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა.

მატჩამდე ბოლნისის „სიონში“ ფრანგი გნაბუიუ გი ჩაირიცხა – 32 წლის თავდამსხმელი ბოლნისის გუნდს საგარეჯოს „გარეჯიდან“ შეუერთდა, სადაც 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გნაბუიუმ კარიერა მარსელის „ოლიმპიკში” დაიწყო და ძირითად შემადგენლობაშიც უთამაშია.

ფრანგმა ფეხბურთელმა 10-ნომრიანი მაისურა მიიღო და „სამგურალის“ წინააღმდეგ „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა. მაგრამ გუნდს მოგებაში ისიც ვერ დაეხმარა.

ეროვნულ ლიგაში 22–ე ტური 21 აგვისტოს დასრულდება. „სიონმა“ 22 ქულა დააგროვა და ვერ გადაასწრო „გაგრას“ (22), რომელიც ტურის მატჩში ხვალ „თელავს“ უმასპინძლებს. „სამგურალმა“ (38) კი მინიმუმ შემდეგ ტურამდე მესამე ადგილი შეინარჩუნა.