„სიონმა“ თამაში ბოლო წამზე გადაარჩინა - „საბურთალომ“ ზედიზედ მეექვსე მატჩი ვერ მოიგო #1TVSPORT
„საბურთალო“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში მოუგებელი სერიის შეწყვეტასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლნისის „სიონთან“ დამატებულ წუთებზე მოპოვებული უპირატესობა ბოლო წამებზე გაანიავა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1.
თბილისურმა კლუბმა კიდევ ერთხელ შეიცვალა საშინაო არენა და ამჯერად „სიონს“ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ბედი კი დამატებულ დროში გადაწყდა.
90+1-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის ბრძოლა თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ მოიგო და ზუსტი დარტყმით გუნდი დააწინაურა, მაგრამ „საბურთალო“ უყურადღებობისთვის მალე დაისაჯა.
90-5-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოსთან გიზო მამაგეიშვილმა ბურთი კარგად ვერ მოიგერია – ბურთი აბდულაზიზ დუმბიას მიუგორდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით „საბურთალოს“ გაუტანა. მართალია, მაისურის გახდისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.
„საბურთალომ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო და 31 ქულით ლიდერთა სამეულს უკვე 8 ქულით ჩამორჩება. „სიონმა“ ამ ქულით (27) „თელავთან“ (28) ჩამორჩენა შეამცირა, „გაგრასთან“ (25) უპირატესობა კი გაზარდა.