ბოლნისის „სიონის“ დირექტორი ლევან სანიკიძე ბოლნისის მერს, დავით შერაზადიშვილსა და ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს, გოგი მეშველიანს შეხვდა.
„შეხვედრაზე ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჩემპიონატში მონაწილეობისათვის „სიონი“ უკვე ემზადება . ფეხბურთელები ვარჯიშს დიღმის ტყე-პარკში ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით და სპორტული პროტოკოლის დაცვით გადიან,“ – წერია „სიონის” ოფიციალური გვერდზე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება, ხოლო ეროვნული ლიგა-2, სავარაუდოდ – ივლისის შუა რიცხვებში.