სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. ამასთან, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).