სინოპტიკოსები შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და მტკვრის აუზში ძლიერ ქარს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმას, სეტყვასა და ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და მტკვრის აუზში ძლიერ ქარს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმას, სეტყვასა და ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას პროგნოზირებენ

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.