სინოპტიკოსები ხვალისთვის კახეთსა და მთიან რეგიონებში ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები ხვალისთვის კახეთსა და მთიან რეგიონებში ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.