სინგაპურში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოვლინდა
სინგაპურში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. გარდაცვლილი არიან 75 წლის ქალი და 64 წლის მამაკაცი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პირველ პაციენტს ვირუსი 23 თებერვალს დაუდგინეს. მათ გულის ქრონიკული დაავადება და ჰიპერტენზია ჰქონდა. 64 წლის მამაკაცი კი, ინდონეზიის მოქალაქეა, რომელსაც ასევე გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მამაკაცს ვირუსი 14 მარტს დაუდასტურეს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სინგაპურში ივნისის ბოლომდე 250-ზე მეტი ადამიანის საჯარო შეკრება აკრძალულია. ნაკლების შემთხვევაში კი, ღონისძიების ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან, მოქალაქეებს შორის სულ მცირე ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან. ამ ეტაპზე, მუშაობას განაგრძობენ კვების ობიექტები და გასართობი დაწესებულებები.