სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში 596-ით გაიზარდა
სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში 596-ით გაიზარდა

სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში 596-ით გაიზარდა და 6588-ს მიაღწია.

ახალ შემთხვევათა უმეტესობა სამუშაო უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც სინგაპურში არიან დასაქმებული.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.