სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა

13:19, 20.04.2020
Medical personnel sort out medical supplies at a dormitory  during the coronavirus disease (COVID-19) outbreak in Singapore April 20, 2020. REUTERS/Edgar Su

Medical personnel sort out medical supplies at a dormitory during the coronavirus disease (COVID-19) outbreak in Singapore April 20, 2020. REUTERS/Edgar Su

სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 1 426 ადამიანს.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, ინფიცირებულებთა უმეტესობა უცხოელები არიან, რომლებიც სინგაპურში მუშაობენ და საერთო საცხოვრებლებში რჩებიან.

სინგაპურში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 8 014 ინფიცირებული. 11 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მსგავსი