სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უმეტესობა მათგანი მიგრანტია, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ იმყოფებიან და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სინგაპურში სულ 20 939 ადამიანია აღრიცხული, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა.

ამასთან, გარდაცვლილია 20 პაციენტი.