სინგაპურში, გამვლელებმა კიმ ჩენ ინის ფორმაში გამოწყობილ მსახიობთან ფოტოები გადაიღეს
სინგაპურში, გამვლელებმა კიმ ჩენ ინის ფორმაში გამოწყობილ მსახიობთან ფოტოები გადაიღეს

სინგაპურში, კიმ ჩენ ინის ფორმაში გამოწყობილმა მსახიობმა ქუჩაში გაისეირნა. თავდაპირველად გამვლელებს ეგონათ, რომ მათ წინაშე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი იდგა. ტურისტების ნაწილმა მასთან „სელფიც“ კი გადაიღო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი რომელიც ჟურნალისტებს ჰოვარდ იქსის სახელით გაეცნო, სინგაპურში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტის წინ სპეციალურად ჩავიდა. წარმოშობით ჩინელი ავსტრალიიდანაა და მისი სურვილია, რომ აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა წარმატებული იყოს.

„ვფიქრობ, ორი ლიდერის შეხვედრა წარმატებული იქნება. ისინი საუკეთესო დროს გაატარებენ, რადგან ერთნაირი ხასიათი აქვთ“ – განაცხადა ჰოვარდ იქსმა.

ჰოვარდ იქსი ამჟამად ჰონკონგში ცხოვრობს და 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გახდა, არაერთ სარეკლამო რგოლსა თუ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ჰოვარდ იქსი პუბლიკამ პირველად სამხრეთ კორეაში გამართული ოლიმპიადის დროს გაიცნო. მან ჩრდილოეთ კორეის გუნდს ხელი დაუქნია. მათ კი ჩათვალეს, რომ ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მართლაც ჩავიდა.