სინგაპურში დონალდ ტრამპს დაბადების დღე ნაადრევად მიულოცეს
სინგაპურში დონალდ ტრამპს დაბადების დღე ნაადრევად მიულოცეს

სინგაპურში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაბადების დღე ნაადრევად მიულოცეს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლი სიენ ლუნგთან გამართულ საქმიან სადილზე, დონალდ ტრამპს სადღესასწაულო ტორტი მიართვეს წარწერით – “აღვნიშნავ დაბადების დღეს, ნაადრევად”. ამ სცენის ამსახველ ფოტოს სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს 72 წელი 14 ივნისს უსრულდება.

აშშ-ის პრეზიდენტი სინგაპურში, ისტორიული სამიტისთვის იმყოფება. 12 ივნისს დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება.