სინგაპურის პრემიერი – ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე გვქონდა კარგი საუბარი ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე, მოუთმენლად ველოდები ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ლოურენს ვონგი წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. გვქონდა კარგი საუბარი ვაჭრობის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზე. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდები სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – წერს სინგაპურის პრემიერ-მინისტრი.
Pleased to welcome @PM_Kobakhidze to Singapore today. Had a good discussion on strengthening cooperation in trade, technical cooperation, and other areas of mutual interest, and exchanged views on regional and global developments. Look forward to deepening Singapore–Georgia ties. pic.twitter.com/rXEZwI5ytK
— Lawrence Wong (@LawrenceWongST) July 22, 2026