ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელმა ტანმოვარჯიშე სიმოუნ ბაილსმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა – მან მეთოთხმეტედ დაისაკუთრა პლანეტის საუკეთესო ტანმოვარჯიშის ტიტული.
გარდა ამისა, 21 წლის ბაილსი გახდა პირველი ტანმოვარჯიშე ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ვისაც არც ერთი ტურნირი მედლის გარეშე არ დაუტოვებია. ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული 20 მედლით, ის რუს სვეტლანა ხორკინას გაუთანაბრდა.
ბაილსის წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გამოა, რომ 18-თვიანი შესვენების შემდეგ ეს მისთვის პირველი სერიოზული ტურნირი იყო.