სიმოუნ ბაილსი აცხადებს, რომ ტოკიო 2020 მისი უკანასკნელი ოლიმპიადა იქნება
LONDON, ENGLAND - MARCH 21: Simone Biles speaks to the media during a Superstars of Gymnastics Press Conference at The O2 on March 21, 2019 in London, England. (Photo by Warren Little/Getty Images)
ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმოუნ ბაილსი აცხადებს, რომ 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ სპორტს თავს დანებებს, რადგან მცირე ტრავმები კარიერის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს. 22 წლის სპორტსმენმა 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ქალია, რომელიც ერთ წელიწადში (2018) ოთხჯერ გახდა აბსოლუტური ჩემპიონი.
„უმეტეს შემთხვევაში ტკივილები მაწუხებს. ნამდვილად ვგეგმავ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა ჩემთვის ბოლო იყოს. ჩემმა სხეულმა უკვე ბევრი გადაიტანა და თითქოს ნაწილებად იშლება“, – ამბობს ბაილსი.
მთლიანობაში ტეხასელ სპორტსმენს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 20 მედალი აქვს მოპოვებული, რომელთაგან 14 ოქროსია.