ქალთა ჩოგბურთში პირველი სათამაშო კვირის შემდეგ, WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში გარკვეული ცვლილებები მოხდა.
უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ ბრისბენში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა ვერ შეძლო- მან პირველივე წრეში წააგო და რეიტინგში მეოთხედან მეექვსე ადგილამდე ჩამოინაცვლა. ერთი ადგილით ზემოთ ავიდნენ ნაომი ოსაკა და სლოან სტივენსი.
გარდა ამისა, ერთი საფეხურით ამაღლდა ჩეხიკაროლინა პლიშკოვა, რომელმაც ბრისბენში ტიტულის მოპოვება შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას არ უთამაშია, პირველი ჩოგანი ისევ რუმინელი სიმონა ჰალეპია.
WTA. TOP10
1(1). სიმონა ჰალეპი (რუმ) – 6 641
2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) – 5 875
3(3). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) – 5 436
4(5). ნაომი ოსაკა (იაპ) – 5 270
5(6). სლოან სტივენსი (აშშ) – 5 023
6(4). ელინა სვიტოლინა (უკრ) – 4 940
7(8). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) – 4 750
8(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) – 4 630
9(9). კიკი ბერტენსი (ჰოლ) – 4 360
10(10). დარია კასატკინა (რუს) -3 415