სიმეონე მესამე მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კონკრეტულ გუნდს 100 ან მეტ მატჩში უხელმძღვანელა #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ფეიეონოორდს“ ესტუმრა, 3:1 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. მადრიდელების არგენტინელი თავკაცი კი ფეხბურთის ისტორიაში გახდა მესამე მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კონკრეტულ გუნდს 100 ან მეტ მატჩში უხელმძღვანელა.
„ფეიეონოორდთან“ გამართული შეხვედრა დიეგო სიმეონესთვის „ატლეტიკოს“ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მე-100 საიუბილეო მატჩი იყო.
ეს საინტერესო რეკორდი, სიმეონეს გარდა, კიდევ ორ მწვრთნელს აქვს დამყარებული: ალექს ფერგიუსონს – „მანჩესტერ იუნაიტედში“ (190 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე) და არსენ ვენგერს – „არსენალში“ (177).