სიმბოლური საჩუქარი ბომბარდირს - სებისკვერაძემ ნაკრებში ასმატჩიან ნიშნულს გადააბიჯა #1TVSPORT
სიმბოლური საჩუქარი ბომბარდირს - სებისკვერაძემ ნაკრებში ასმატჩიან ნიშნულს გადააბიჯა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის მეინ რანდში კოსოვოს ნაკრებთან მატჩამდე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშეს, არჩილ სებისკვერაძეს სიმბოლურად „ჯვაროსნების“ 100-ნომრიანი მაისური გადასცეს.

საქართველოს ნაკრების ვეტერან მოთამაშეს საჩუქარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო, არჩილ სებისკვერაძემ კი სტუმრებს მესამე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 35 წლის თავდამსხმელმა ნაკრებში ჩატარებულ 101 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.

გამოცდილი თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში 15 წელია თამაშობს და მოქმედ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. გოლების გარდა, სებისკვერაძის ანგარიშზე 13 საგოლე გადაცემაა.