სიხარულიძე საქართველოში დაბრუნდა - ბომბარდირი ისევ „ლოკომოტივში“ ითამაშებს
ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი, ირაკლი სიხარულიძე თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.
თბილისური კლუბის ინფორმაციით, 28 წლის თავდამსხმელსა და „ლოკომოტივს“ შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
სიხარულიძე „ლოკომოტივში“ 2017 წელს ჩაირიცხა და პირველივე სეზონში, 25 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
2018 წელს ირაკლიმ კარიერა ჩეხურ „სლოვაცკოში“ გააგრძელა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო წლის მეორე ნახევარი ლატვიურ „რიგასში“ გაატარა, რომელიც დეკემბერში დატოვა.