სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში სამართალდამცველებმა მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

სამართალდამცავებმა მიტოვებული ჩვილი თავდაპირველად წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში მიიყვანეს. მოგვიანებით ახალშობილი ლაგოდეხში, ბავშვთა ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს მენეჯერის, ნუკრი ყარალაშვილის ინფორმაციით, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.