„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრ სახლში სამი მაღალი თანამდებობის პირი გადადგომის საკითხს განიხილავს
„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრ სახლში სამი მაღალი თანამდებობის პირი გადადგომის საკითხს განიხილავს

თეთრ სახლში სამი მაღალი თანამდებობის პირი დაკავებული პოსტიდან გადადგომის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რამდენიმე თანაშემწე აშშ-ის კაპიტოლიუმში დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე თანამდებობის დატოვების საკითხს განიხილავს. მათ შორის არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ობრაიენი.

„სიენენის“ რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, თანამდებობის დატოვებას ობრაიენის მოადგილე, მატ პოტინგერი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კრის ლიდლი დღეს საღამოს გეგმავენ.