„სიენენის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს
„სიენენის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს

სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის დაავადებათა კონოტროლის ცენტრის მონაცემებით, 16 შემთხვევა იმპორტირებულია.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით სამი ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 10 537 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსით 217 ადამიანი დაიღუპა.