„სიენენის“ ინფორმაციით, რომის პაპი გეგმური ოპერაციისთვის ჰოსპიტალშია გადაყვანილი
„სიენენის“ ინფორმაციით, რომის პაპი გეგმური ოპერაციისთვის ჰოსპიტალშია გადაყვანილი

84 წლის რომის პაპი ფრანცისკე, რომის ერთ-ერთ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც სიმპტომატური სტენოზის (ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება) გეგმური ოპერაცია ჩაუტარდება.

ინფორმაციას „სიენენი“ წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰოსპიტალში გადაყვანამდე, რომის პაპმა საკვირაო ქადაგება ჩაატარა და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს აცნობა, რომ სექტემბრის თვეში უნგრეთსა და სლოვენიაში გეგმავს ჩასვლას.

დატოვე კომენტარი