„სეიენენის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასახელებას გეგმავს
„სეიენენის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასახელებას გეგმავს

ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასახელებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

ბლინკენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისა და ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, იგი ცენტრალურ როლს თამაშობდა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დიდ ნაწილში. მათ შორის, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრისას აშშ-ის რეაგირების საკითხებსა და „აისისის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც ცნობილი გახდა, ჯო ბაიდენი ოფიციალურად თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს 24 ნოემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.