ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხოლოდ ინდური ფული, ინდოეთისთვის მიწოდებული ნავთობი აფინანსებს ომს და არა გაზი, რომელიც ევროპას მიეწოდება? ამ საკითხში ცოტა სამართლიანები ვიყოთ
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხოლოდ ინდური ფული, ინდოეთისთვის მიწოდებული ნავთობი აფინანსებს ომს და არა გაზი, რომელიც ევროპას მიეწოდება? ამ საკითხში ცოტა სამართლიანები ვიყოთ

ინდოეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა მისი ქვეყნის მიერ რუსეთისგან ნავთობის შეძენა დაიცვა და განაცხადა, რომ ამ საკითხში საჭიროა სამართლიანი მიდგომა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ეს განცხადება ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

„რუსული გაზის ყიდვა არ არის ომის დაფინანსება? მხოლოდ ინდური ფული და ინდოეთისთვის მიწოდებული ნავთობი აფინანსებს ომს და არა გაზი, რომელიც ევროპას მიეწოდება? მოდით, ამ საკითხში ცოტა სამართლიანები ვიყოთ“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფორუმში მონაწილეობისას ინდოელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ 2021 წლიდან 2022 წლამდე ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი ცხრაჯერ გაიზარდა.

„ევროპის და დასავლეთის ქვეყნები, ასევე აშშ ასე შეშფოთებული თუ არიან, რატომ არ დაუშვებენ ირანულ ნავთობს ბაზარზე? რატომ არ დაუშვებენ ბაზარზე ვენესუელურ ნავთობს? მათ განდევნეს ნავთობის ყველა სხვა წყარო, რომელიც გვაქვს“, – აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.