„სიენენის“ ინფორმაციით, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დახურა ჯგუფები, რომელთა წევრებიც აშშ-ში აქციებზე იარაღის მიტანას განიხილავდნენ
„სიენენის“ ინფორმაციით, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დახურა ჯგუფები, რომელთა წევრებიც აშშ-ში აქციებზე იარაღის მიტანას განიხილავდნენ

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დახურა ჯგუფები, რომელთა წევრებიც აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე იარაღის მიტანას განიხილავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში განმარტეს, საუბარია ჯგუფ „ამერიკელ მცველთან“ დაკავშირებულ პირებზე და მათ მიერ „ფეისბუქში“ შექმნილ დახურულ ჯგუფებზე.

ჯგუფი „ამერიკის მცველის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი „კონსტიტუციური ნაციონალიზმის“ მომხრეები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაკავშირებული არიან მიგრანტების საწინააღმდეგო ძალადობასთან.

„ფეისბუქში“ ასევე განაცხადეს, რომ მათ დახურეს ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ფრაუდ ბოისის“ წევრებთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები, თუმცა როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლები განმარტავენ, ამ შემთხვევაში, იარაღზე საუბარი არ იყო.

„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ აუცილებლად მიიღებენ ზომებს იმ ჯგუფებისა და მომხმარებლების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში არიან ჩართული.